უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ 26 სექტემბერს ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეულია რუმინეთთან საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვები პუნქტი „ორლოვკა“.
მედიის ცნობით, უკრაინის დაბა ორლოვკაზე რუსული დრონით დარტყმის ამსახველი კადრები რუმინეთის ტერიტორიიდან გადაიღო მოსაზღვრე ქალაქ ისაკჩის მცხოვრებმა, რომელიც საბორნე გადასასვლელზე მუშაობს.
სამშაბათს დილით, რუმინეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ისაჩეის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობა დაიხურა უკრაინის ტერიტორიაზე დაბომბვის გამო.