უკრაინელებმა კურსკში დრონით თავდასხმა განახორციელეს, 7 დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში ელექტრო ქვესადგურზე დრონით დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ოლქის შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Unian-ს უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებმა განუცხადეს.

„სპეცსამსახურის დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში მდებარე ელექტრო ქვესადგურზე, შედეგად შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა," - აცხადებენ წყაროები გამოცემასთან საუბარში.

წყაროს თქმით, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ისინი აპირებენ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის გაგრძელებას, მკაცრ პასუხს მიიღებენ.