თეგი: კურსკი

9 მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმი ბელგოროდის შემდეგ, კურსკშიც გაუქმდა

რუსეთის ქალაქ კურსკში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაუქმდა. გადაწყვეტილებას ოფიციალურად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზით ხსნიან. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა. 9 მაისისთვის დანიშნული სამხედრო აღლუმი გასულ კვირას ბრიანსკის რეგიონშიც გაუქმდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ცენტრში დიდი რაოდენობით აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის კონცენტრაციით, მტრის პროვოცირება არ სურდა.  

რუსეთი იუწყება, რომ კურსკში დრონმა რკინიგზის სადგურის შენობა დააზიანა

გუბერნატორ რომან სტაროვოიტის განცხადებით, „რუსეთის კურსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით თავდასხმისას ხანძარი გაჩნდა.“ მისივე ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა. „უკრაინული დრონით თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა," - წერია გუბერნატორის განცხადებაში. ადგილზე მობილიზდა სამაშველო სამსახური. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ცნობისთვის, კურსკი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

რუსული მხარე აცხადებს, რომ კურსკში დრონის შეჯახებამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა

კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტოვის განცხადებით, ქალაქ კურსკის საცხოვრებელ კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა და კორპუსის რამდენიმე სართულზე მინები ჩაიმსხვრა. ამასთან, დაზიანდა იქვე მდებარე სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობა. არავინ დაშავებულა.„წინასწარი ინფორმაციით, ღამით, კურსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა. ზოგიერთ სართულზე ჩამსხვრეულია მინები. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად კარლ მარქსის ქუჩაზე კურსკის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობის რამდენიმე მინა დაზიანდა,“ - წერს ოლქის გუბერნატორი.   მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.   ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

უკრაინელებმა კურსკში დრონით თავდასხმა განახორციელეს, 7 დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში ელექტრო ქვესადგურზე დრონით დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ოლქის შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Unian-ს უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებმა განუცხადეს. „სპეცსამსახურის დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში მდებარე ელექტრო ქვესადგურზე, შედეგად შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა," - აცხადებენ წყაროები გამოცემასთან საუბარში. წყაროს თქმით, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ისინი აპირებენ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის გაგრძელებას, მკაცრ პასუხს მიიღებენ.  

რუსეთის კურსკის ოლქი დრონების სამიზნე იყო

რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი რუსეთის კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება. სტაროვოიტის მიერ ტელეგრამ არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „უკრაინულმა უპილოტოებმა“ ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტიეს კურსკის ოლქის სამ რაიონში. გუბერნატორის თანახმად, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. სტაროვოიტი კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. ბოლო ხანს, კურსკის ოლქზე დრონებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა ენერგოობიექტები. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.  

რუსეთი კურსკის ოლქზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთი კურსკის ოლქზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის სამი რაკეტა გაანადგურეს. „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“-ს სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, - აცხადებენ უწყებაში. კურსკის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განმარტებით, რაკეტები ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს.  

რუსეთის კურსკის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსული მხარის განცხადებით, რუსეთში, კურსკის ოლქში, უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. „კურსკის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე," - დაწერა გუბერნატორმა ტელეგრამ არხზე. უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.