ნიუ-იორკის სასამართლომ დაადგინა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი შვილები თაღლითობაზე არიან პასუხისმგებლები. მოსამართლემ გააუქმა ტრამპის ზოგიერთ კომპანიას, მათ შორი Trump Organization-ის ბიზნეს სერთიფიკატი და განაცხადა, რომ ტრამპები აწვდიდნენ ყალბ ფინანსურ ანგარიშგებას დაახლოებით ათი წლის განმავლობაში.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც ტრამპებმა კრედიტორებს და მზღვეველებს აწვდიდნენ დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ყალბი იყო და თქვა, რომ ისინი არაერთხელ იყვნენ ჩართულნი თაღლითობაში.
ტრამპის ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილებას "მართლმსაჯულების შეცდომა" უწოდა.
გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპს გასულ სექტემბერს უჩივლა, რომლითაც მოითხოვს 250 მილიონი დოლარის ანაზღაურებას, ტრამპებისთვის ნიუ-იორკში ბიზნესის წარმოების აკრძალვას, კომპანიის საქმიანი ტრანზაქციის შეჩერება ხუთი წლის განმავლობაში. პროცესი 2 ოქტომბერს დაიწყება.