მედია მოსკოვის ოლქში, სამხედრო აეროდრომთან ძლიერი ხანძრის შესახებ იუწყება

რუსული ტელეგრამის არხების ცნობით, რომელსაც უკრაინული მედია ეყრდნობა, ოთხშაბათს, 27 სექტემბერს ღამით, მოსკოვის ოლქში სამხედრო აეროდრომთან ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსული მედია წერს, რომ ხანძარი დედაქალაქის გარეუბანში ქალაქ შჩელკოვოში იყო.

ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ჩკალოვსკის სამხედრო აეროდრომი, სადაც მანამდე მომხდარმა აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ორი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი.


ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ აეროპორტის მახლობლად მდებარე ინდუსტრიულ ზონაში დიდი კვამლი გამოჩნდა. ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. თუმცა ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ხანძრის გაჩენამდე აფეთქების მსგავსი ხმები გაიგეს.