ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვაო ძალებს სარადარო აღჭურვილობის კომპლექტები გადასცა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სარადარო დანადგარები შექმნილია საზღვაო მეთვალყურეობისთვის. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღჭურვილობა უკრაინის საზღვაო ძალების საჭიროებებისა და მოთხოვნების საფუძველზე გაგზავნეს.
„ამ სარადარო აღჭურვილობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, როგორც უკრაინის ტერიტორიული წყლების დასაცავად, ასევე, მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის,“ - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.
როგორც ცნობილია, სამხედრო ტექნიკის რეგულარული მიწოდების გარდა, ლიეტუვა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მკურნალობს და რეაბილიტაციაში ეხმარება დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს, ამზადებს ექსპერტთა კონსულტაციებს და გამოყოფს სახსრებს საერთაშორისო ფონდებში უკრაინის მხარდასაჭერად.
რაც შეეხება აღნიშნულ დახმარებას, მისი ზუსტი მოცულობა და ღირებულება მითითებული არ არის ცნობებში.