Bloomberg: ეგვიპტე 1 მილიონი ტონა ხორბლის შესაძენად, რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ეგვიპტე 1 მილიონი ტონა ხორბლის შესაძენად, რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. იტყობინება Bloomberg-ი ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ეხება ამ სეზონზე მიწოდებას, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია, რამდენად ახლოს არიან ქვეყნები შეთანხმებასთან.


„მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთმა წამყვანმა მყიდველმა ეგვიპტემ 2017-2021 წლებში 62.6 მილიონი ტონა იმპორტი განახორციელა, 59.7%  - რუსეთიდან და 22.3% - უკრაინიდან. რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა 17 ივლისს და თავდასხმები უკრაინის პორტებზე კვლავ აფერხებს კიევის მარცვლეულის ექსპორტს.

მოსკოვი ცდილობს, გამოიყენოს ეს და საკუთარი მარაგით შეცვალოს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები გლობალურ ბაზრებზე. ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს, ეგვიპტე მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან. ეგვიპტე იმავდროულად არის აშშ-ის ახლო სამხედრო პარტნიორი, რომელიც მას ყოველწლიურად 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს,“ - წერს მედია.

ამასთან, კაირომ რუსეთისთვის ან უკრაინისთვის, მიმდინარე ომის დროს სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარი განაცხადა.