უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) დაგმო 26 სექტემბერს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებში დაბრუნებას გულისხმობს და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს.
26 სექტემბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეამსუბუქებს თავის შეზღუდვებს და საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდებს, მიიღონ მონაწილეობა ევროპულ თამაშებში.
„უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
UAF-მა მოუწოდა UEFA-ს სხვა წევრებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა შესაძლო მატჩს, რომელშიც რუსული გუნდები მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის გუნდებს აკრძალათ UEFA-ს ღონისძიებში მონაწილოება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.