თეგი: UEFA
FIFA-ს და UEFA-ს გადაწყვეტილებით, რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობა აეკრძალათ
ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ FIFA-მ და ევროპის მმართველი ორგანომ UEFA-მ შეაჩერეს რუსული კლუბების და ეროვნული გუნდების მონაწილეობა ყველა შეჯიბრში. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია მისცა, რომ რუს და ბელორუსიელ სპორტსმენებს აეკრძალოთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის კაცთა ნაკრები მომავალ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს ვერ ითამაშებს და ქალთა ნაკრებს ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა აეკრძალა.
უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს UEFA-ს საფეხბურთო ტურნირს, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) დაგმო 26 სექტემბერს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებში დაბრუნებას გულისხმობს და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს. 26 სექტემბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეამსუბუქებს თავის შეზღუდვებს და საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდებს, მიიღონ მონაწილეობა ევროპულ თამაშებში. „უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. UAF-მა მოუწოდა UEFA-ს სხვა წევრებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა შესაძლო მატჩს, რომელშიც რუსული გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გუნდებს აკრძალათ UEFA-ს ღონისძიებში მონაწილოება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
UEFA-მ გადაწყვეტილება შეცვალა - რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე ვერ ითამაშებენ
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას კვლავ ვერ მიიღებენ. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, რუსეთის 17 წლამდე ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის უფლება უნდა მისცემოდათ, მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნისა და დროშის გარეშე. ინფორმაციას Sky News-ის რეპორტიორი, რობ ჰარისი ავრცელებს. უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებს ინგლისი, პოლონეთი და ლატვია ბოიკოტს უცხადებენ UEFA-მ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „ვერ იპოვეს ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც რუსულ გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემდა.“ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) დაგმო 26 სექტემბერს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებში დაბრუნებას გულისხმობს და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს. 26 სექტემბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეამსუბუქებს თავის შეზღუდვებს და საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდებს, მიიღონ მონაწილეობა ევროპულ თამაშებში. „უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. UAF-მა მოუწოდა UEFA-ს სხვა წევრებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა შესაძლო მატჩს, რომელშიც რუსული გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გუნდებს აკრძალათ UEFA-ს ღონისძიებში მონაწილოება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება - ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევრო 2024-ზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც აღნიშნავენ, ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება. „უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებთან სამუშაო პროცესსა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადავიდა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფა-ს ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. ბილეთების გაყიდვა უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწვდის გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით. მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში,“ – წერია სფფ-ის განცხადებაში.
UEFA-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს
UEFA-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება. „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს - ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: „ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში“. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი,“ - აღნიშნულია ოფიციალურ მოსაწვევში.
UEFA-მ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, თურქეთი კი - 25 000 ევროთი დააჯარიმა
UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა. მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის, დორტმუნდში სტადიონზე, მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთს კი, 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა, საერთო ჯამში 20 000 ევროთი, სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო - რაც ეხებოდა პორტუგალია-თურქეთსა და პორტუგალია-საქართველოს მატჩების დროს მოედანზე თამაშის დროს შესულ მხარდამჭერებს. თამაშების დროს და მის შემდეგ მოედანზე ბევრი გულშემატკივარი რონალდუსთან ფოტოების გადასაღებად შეიჭრა. რვა გუნდი - უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია, გულშემატკივრების ქცევისთვის დააჯარიმეს. დაჯარიმებას გადაურჩნენ მხოლოდ სლოვაკეთი და ესპანეთი.