აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა

უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იყოს გამოყენებული.

Financial Times-ის ცნობით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ. გამოცემის თანახმად, აშშ-მ 8 მილიარდის ოდენობისრუსული სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინეს.