ამერიკის შეერთებულ შტატებში უმსხვილესი შვეიცარიული საბანკო-საფინანსო ორგანიზაციის, UBS-ის აქციები ოთხშაბათს 8%-მდე დაეცა მას შემდეგ, რაც Bloomberg-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომ შვეიცარიული ბანკი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ გაფართოვებული გამოძიების ქვეშაა. მიზეზი რუსული სანქციების თავის არიდებისთვის ხელშეწყობაა.
ამ საკითხთან დაკავშირებით მცოდნე ადამიანებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი იტყობინება, რომ ის, რაც დაიწყო რამდენიმე ბანკში გამოძიების სახით, გადაიზარდა სრულმასშტაბიან გამოძიებაში, რომელიც Credit Suisse-ზეა ფოკუსირებულია.
Credit Suisse- UBS-მა ამ წლის დასაწყისში იყიდა. UBS-მ CNN-თან კომენტარი არ გააკეთა.