ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს.
„ლიეტუვა რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია საქართველოს უნარზე, მოახდინოს რეფორმებზე ფოკუსირება და ხელი შეუწყოს ევროპულ ღირებულებებს,“ - წერს ნაუსედა.