ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს მგზავრობაში არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არასოდეს არ უსარგებლია ბიუჯეტით და არ დაუფინანსებია ოჯახის მგზავრობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მის ოჯახს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლები აქვს. მან მოუწოდა მედიას, დაელოდონ დეკლარაციას, რადგან არაფერი აქვს დასამალი.


„მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში და არც ჩემი ოჯახის წერების მგზავრობაში. განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან.

მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა და კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი, განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის, რომ ჩვენ ბიუჯეტს არასოდეს ვიყენებთ როგორც ოჯახის პირად ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც აქ 10 წლის წინ იყო გამეფებული, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა მილიონობით ლარს ხარჯავდა. მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული.


რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და არ არის სიახლე. მეუხერხულება საუბარი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გპასუხობთ,“ - განუცხადა მედიას პრემიერმა.