უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა.
„მე შევხვდი იენს სტოლტენბერგს კიევში. არსებითი მოლაპარაკებები გავმართეთ, როგორც დე ფაქტო მოკავშირეებს შეეფერება. უკრაინა დე იურეც გახდება ალიანსის წევრი და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება, რათა დავიცვათ ხალხი რუსული ტერორისგან,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.