NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
იენს სტოლტენბერგმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული ძალების წინააღმდეგ მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში ეტაპობრივად იკავებენ ტერიტორიებს.
მისი თქმით, რუსული ჯარები მოსკოვის „იმპერიული ილუზიებისთვის" იბრძვიან.