რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოების პროცესს - უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, დანიელა-ანდა გრიგორ-გიტმანმა ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პროცესს.

მისი თქმით, გაფართოების პროცესი არის წარმატებული პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს.

როგორც იცით, რუმინეთი ნამდვილად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. იმისთვის, რომ გვქონდეს დიდი ოჯახი ევროკავშირში, გვჭირდება მომზადება. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკა, იმისთვის, რომ მეტი წევრები მივიღოთ, თუ როგორ გავხადოთ ევროკავშირი უფრო მედეგი, თუ როგორ ვუპასუხებთ კრიზისებს, რომელიც ყველას გვაზიანებს, როგორიცაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი რუმინეთის საზღვართან. ასე რომ, დღეს ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ევროპის მომავალს, " - აღნიშნა რუმინელმა პოლიტიკოსმა IPN-ის ცნობით.