ყაზახეთი აუცილებლად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 28 სექტემბერს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრიანული მედიის ცნობით, თოყაევმა ასევე მოითხოვა „უკრაინაში საომარი მოქმედებებისა“ და სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად დასრულება გაეროს წესდების შესაბამისად.
თოყაევმა აღნიშნა, რომ დროა „გონივრული და რაციონალური დიპლომატიის.“
ევროკავშირმა ადრე განაცხადა, რომ აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს მესამე ქვეყნებთან, რათა სანქციების გვერდის ავლის საკითხი გამოირიცხოს.
ცნობისთვის, თოყაევი გერმანიაში დღეს ჩავიდა.
ამავე ვიზიტიდან: თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის გრძელვადიანი მიმწოდებელი გახდეს