ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლების შემდეგ, ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდა

აშშ-ის არმიის რიგითი ტრევის კინგი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ის ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო ივლისში დააკავა.


CNN ოფიციალური პირების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრევის კინგი სამხედრო თვითმფრინავით, სან ანტონიო-ფორტ სემ ჰიუსტონის ერთობლივ ბაზაზე ჩაიყვანეს.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რიგითმა კინგმა, კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის საზღვარი, შვედეთის მთავრობის დახმარებით, ჩინეთში გადაკვეთა. შეერთებულ შტატებში მისი გადაყვანა ჩინეთიდან განხორციელდა.

„მადლობას ვუხდით შვედეთის მთავრობას მისი დიპლომატიური როლისთვის, როგორც შეერთებული შტატების ინტერესების გამტარი ძალა DPRK-ში, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, კინგის ტრანზიტის ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ციტირებს.

კინგმა მიმდინარე წლის ივლისში, ჩრდილოეთ კორეის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.