საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი (კმ66-კმ76) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოს ასრულებს.
აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია.
მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, ტროტუარების და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე მოეწყობა გადაკვეთები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. გზაზე წყლის აცილების მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია ღია სანიაღვრე ქსელის მოწყობა.
დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და გზის სავალი ნაწილი ჰორიზონტალურად მოინიშნება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.87 მლნ. ლარია. სამუშაოს დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.