უკრაინა კურსკის ოლქში ელექტრო ქვესადგურზე დრონით თავდასხმას ადასტურებს - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ დღეს, რუსეთის კურსკის ოლქში ელექტრო ქვესადგურზე განხორციელებული თავდასხმის უკან იდგა.

CNN-ს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ქვესადგური დააზიანეს იმის გამო, რომ რუსულ სამხედრო ობიექტებს ელექტროენერგიას აწვდიდა. ამასთან, მიანიშნეს, რომ თუ მოსკოვი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს გააგრძელებს, კიევი ადეკვატურად უპასუხებს.

რუსეთი მის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა.