პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტში სრულად იქნება ასახული ის თანხა, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტისთვის 2024 წელს იქნება დასახარჯი.
მისივე თქმით, პროცესში ბევრი დეტალია, რომელიც იქნება დაზუსტებული. 2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ანაკლიის პორტის დაფინანსება არ იქნება გათვალისწინებული.
„მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაჩნდა დაფინანსება და ამისთვის 20 მილიონი დაიხარჯება. იცით, რომ მიმდინარეობს კონკურსი და უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც ჩართული იქნება მშენებლობისა და ოპერირების პროცესში. ამ პროცესში ბევრი დეტალია, რომელიც შემდეგ იქნება დაზუსტებული.
ამ წარდგენის ბიუჯეტში ეს ხარჯები არ იქნება ასახული, თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, როდესაც იქნება მეორე წარდგენა და მეტი ინფორმაცია გვექნება ამ მიმართულებით, რა თანხებიც იქნება საჭირო 2024 წელს, სრულად იქნება ასახული. დაახლოებით ერთი თვეა იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია გქვონდეს. რაც იქნება დასახარჯი, ამის შესახებ ინფორმაცია სრულად წარედგინება პარლამენტს,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.