აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მეთიუ ბრაიზა იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომა არსებული ვითარების დეესკალაციას შეუწყობს ხელს. ამერიკელი დიპლომატი ასევე ელის შემდგომ ნაბიჯებს ოპოზიციისგან, რადგან მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტი დაუბრუნდეს ნორმალურ სამუშაო ვითარებას და მსოფლიომ, განსაკუთრებით NATO-მ დაინახოს, რომ საქართველოში დემოკრატიაა.
„კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ორივე მხრიდან ვითარების დეესკალაციაა. არც ერთი ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიისთვის არ არის ნორმალური, გყავდეს ბევრი არჩეული წარმომადგენელი პარლამენტში, მაგრამ არ იკავებდე ამ ადგილს მთავრობის მიმართ დიდი უნდობლობის გამო. და მთავრობა საპასუხოდ იღებდეს ზომებს, (როგორიც არის მაგალითად, მელიას დაკავება) რომლითაც შესაძლოა, ცდილობდეს, დაშალოს ოპოზიცია. იმედი მაქვს, პრემიერ გახარიას გადადგომა, როგორც მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, დეესკალაციას შეუწყობს ხელს და ასევე დავინახავთ პოზიტიურ ჟესტს ოპოზიციიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს ნორმალურ სამუშაო ვითარებას და მსოფლიომ, განსაკუთრებით NATO-მ დაინახოს, რომ საქართველოში დემოკრატიაა“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.