ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. იტყობინება BBC. დაიტბორა ქალაქის მეტროს მრავალი სისტემა, ქუჩები და მაგისტრალები, დახურულია სულ მცირე ერთი ტერმინალი LaGuardia-ს აეროპორტში.
გუბერნატორმა მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და არ იმოგზაურონ დატბორილ გზებზე.
დაშავებულების შესახბ ინფორმაცია არ გავრცელებულა.