უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ისინი ერთად იმუშავებენ გარე აგრესიისგან დაცვის მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ამის შესახებ მან კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

თავდაცვის მრეწველობის ალიანსს 19 ქვეყნიდან 38 კომპანია უერთდება.


„ჩემთვის დიდი პატივია უკრაინაში, ჩვენს დედაქალაქში, თავისუფალ კიევში გავხსნა თავდაცვის ინდუსტრიის პირველი საერთაშორისო ფორუმი. ამჟამად აქ მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. ევროპა, ამერიკა, აზია, ავსტრალია. 252 თავდაცვითი კომპანია, რომლებიც აწარმოებენ იარაღსა და თავდაცვის სისტემებს. მაგრამ რაც მთავარია, ამ დარბაზში არის ნდობა. თავისუფალი სამყაროს ნდობა. გვჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი თავისუფლება. და ჩვენ ამას გავაკეთებთ. რასაკვირველია. იმიტომ, რომ ჩვენ ავაშენებთ საჭირო არსენალს. და მოხარული ვარ, რომ მივესალმო ყველას ფორუმზე. ყველა თქვენ, ვინც მზად ხართ, ააშენოთ თავისუფალი სამყაროს არსენალი უკრაინასთან ერთად. თანამედროვე და ძლიერი არსენალი, რომელიც არანაირ შანსს არ დაუტოვებს არცერთ აგრესორს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალური და არაპროვოცირებული აგრესიით, რუსეთმა აჩვენა ყველას, რომ მას შეუძლია, საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ერის სუვერენიტეტსა და ნორმალურ ცხოვრებას პლანეტაზე.

„დღეს ამ ფორუმზე ვაცხადებთ თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ. ალიანსის, რომელიც აფასებს საერთაშორისო სამართალს და შეუძლია, იმუშაოს საერთაშორისო სამართლის რეალური დაცვისთვის. უსაფრთხოების დაცვისთვის - მე ვსაუბრობ არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ, მსოფლიოს ნებისმიერი ერის დაცვაზე. ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი საბაზისო დეკლარაცია, როგორც ამ ალიანსის საფუძველი და შესაძლებელია, მას შეუერთდნენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს განზრახვას, რათა უზრუნველვყოთ რეალური დაცვა აგრესიისგან ჩვენი დროის ამ მაღალი რისკის გარემოში. დღეს, მისი დაარსებისთანავე, 13 ცნობილმა კომპანიამ უკვე მოაწერა ხელი ამ დეკლარაციას, რაც აჩვენებს მზადყოფნას, ავაშენოთ თავისუფალი სამყაროს ახალი არსენალი უკრაინის გვერდით.“

„თითოეულ ერს ესმის, რა სჭირდება მას საკუთარი თავდაცვისთვის - "რა იარაღი, რა ინდუსტრიები, რა თანამედროვე ტექნოლოგიები, რა ალიანსები," - აღნიშნა ზელენსკიმ.


„იმით, თუ როგორ გავუძელით ომს და როგორ გაიმარჯვებს უკრაინა, ჩვენ უზრუნველყოფთ წარმატებულ სტრატეგიას ეროვნული და კოლექტიური თავდაცვისთვის მსოფლიოს მასშტაბით, ვინც მშვიდობას აფასებს. გრძელვადიანი სტრატეგია. ახლავე, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, განისაზღვრება უძლიერესი თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსები, რა იქნება მათი პრიორიტეტები და როგორი იქნება თავდაცვის სტანდარტი მსოფლიოში. ეს განისაზღვრება ზუსტად უკრაინაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ. 

კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმში 30-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით, 252 თავდაცვის კომპანია მონაწილეობდა.