უკრაინამ იარაღებისა და ჭურვების წარმოება დაიწყო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მრეწველობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინამ იარაღებისა და 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების წარმოება დაიწყო.

ზელენსის თქმით, ახლა პარტნიორებთან წარმოების გაფართოებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.


„ჩვენ დავიწყეთ ბრძოლის ველზე საჭირო ქვემეხებისა და NATO-ს კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოება. ჩვენს ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო სისტემებს უფრო დიდი დიაპაზონი აქვთ და მოქმედებისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ანალოგების მთელი დიაპაზონი. ჩვენ გთავაზობთ ჩვენს პროგრამულ გადაწყვეტილებებს თავდაცვისთვის, მენეჯმენტიდან კიბერუსაფრთხოებამდე.ჩვენ დაინტერესებულნი ვართ აღჭურვილობისა და მოწინავე თავდაცვითი სისტემების წარმოების ლოკალიზებით, რომლებიც დღეს ფრონტზე შედეგებს იძლევა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზეც.