უკრაინული მედია დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ სოჭში, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავდასხმა განახორციელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა ადლერის რაიონში ვერტმფრენების სადგომზე განხორციელდა და მის უკან დაზვერვის მთავარი სამმართველო დგას.
დაახლოებით ამავე დროს, დრონებით თავდასხმა მოხდა სმოლენსკის ოლქზეც. რუსული მედიის ცნობით, სამიზნე სმოლენსკის საავიაციო ქარხანა იყო.