გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.
სუნაკმა განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრ შეპსის კომენტარები, უკრაინასთან გრძელვადიან პარტნიორობას ეხებოდა.
„მომავალში შესაძლოა, ადგილზე იყვნენ ტრენერები, მაგრამ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას საბრძლოლველად არ გეგმავს,“ - განმარტა სუნაკნმა.
„რაც თავდაცვის მდივანმა თქვა, იყო ის, რომ მომავალში შესაძლოა, შესაძლებელი იყოს ჩვენთვის ამ წვრთნების ნაწილის ჩატარება უკრაინაში. მაგრამ ეს არის რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში და არა აქ და ახლა,”- განაცხადა სუნაკმა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ 20 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა მას მემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.