უკრაინის არმიამ შესაძლოა, თურქული „ბაირაქტარის“ დრონების გაუმჯობესებული ვერსია მიიღოს

თურქეთი უკრაინისთვის Bayraktar Akinci-ს თვითმფრინავების გადაცემის საკითხს განიხილავს, განაცხადა Baykar-ის გენერალურმა დირექტორმა ჰალუქ ბაირაქტარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ბაირაქტარის თქმით, უკრაინაში ასეთი თვითმფრინავის წარმოებისთვის კომპანიას თურქეთის მთავრობის ნებართვა უნდა ჰქონდეს. „თავდაცვითი თანამშრომლობა მოითხოვს მთავრობის თანხმობას და ჩვენ გვაქვს ეს ნებართვა. ამიტომ, Bayraktar Akinci-ს განხილვის პროცესშია აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

„რაც შეეხება Bayraktar Akinci-ს, ეს საკითხი განიხილება,“ - განაცხადა ჰალუქ ბაირაქტარმა.