თეგი: Bayraktar
უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა და თურქეთი ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც, Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს იგეგმება ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება. გუშინ მთავრობამ დაამტკიცა ამ შეთანხმების ტექსტი, ეს ეხება უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობას მაღალი სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში", - განაცხადა მინისტრმა. რეზნიკოვის თქმით, სწორედ ის მოაწერს ხელს დღეს შეთანხმებას და ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის გადაეგზავნება უკრაინის უმაღლეს რადას. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს.
თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს
თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას ააშენებს. Baykar Defence-მ უკვე დააფუძნა კომპანია უკრაინაში და მიწის ნაკვეთი იყიდა, მზადაა ქარხნის პროექტიც. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა მედიასთან განაცხადა. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნიან. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ქარხნის აშენებას თვითმფრინავების წარმოებისთვის თურქულ თვითმფრინავების მწარმოებელთან თანამშრომლობით. უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს
რუმინეთს თურქეთისგან 18 დრონის შეძენა სურს
რუმინეთმა თურქულ Bayraktar TB2-ის შესყიდვის ინტერესი გამოხატა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 თვითმფრინავის შესაძენად პარლამენტის თანხმობა სთხოვა. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტის თანხმობის შემდეგ, 300 მილიონი ევროს (299,6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყება.
ალიევი: აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში Bayraktar-ის ცენტრი შეიქმნება
თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar-ის ცენტრი აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში შეიქმნება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სტამბოლში TEKNOFEST აეროკოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელი აზერბაიჯანში ამ თვის დასაწყისში, 3 აპრილს იმყოფებოდა. „ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე და შევთანხმდით აზერბაიჯანში ბაირაქტარის ცენტრის დაარსებაზე. უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში „ბაირაქტარის“ ცენტრი დაარსდება“, - განაცხადა ალიევმა. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის მეორე ომში გარდამტეხი უპირატესობა სწორედ თურქული და უცხოეთიდან მოწოდებული სხვა საფრენი აპარატების დახმარებით მოიპოვა. ინფორმაციისთვის, თურქულ საბრძოლო დრონს Bayraktar TB2-ს კომპანია Baykar-ი აწარმოებს.
უკრაინის არმიამ შესაძლოა, თურქული „ბაირაქტარის“ დრონების გაუმჯობესებული ვერსია მიიღოს
თურქეთი უკრაინისთვის Bayraktar Akinci-ს თვითმფრინავების გადაცემის საკითხს განიხილავს, განაცხადა Baykar-ის გენერალურმა დირექტორმა ჰალუქ ბაირაქტარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ბაირაქტარის თქმით, უკრაინაში ასეთი თვითმფრინავის წარმოებისთვის კომპანიას თურქეთის მთავრობის ნებართვა უნდა ჰქონდეს. „თავდაცვითი თანამშრომლობა მოითხოვს მთავრობის თანხმობას და ჩვენ გვაქვს ეს ნებართვა. ამიტომ, Bayraktar Akinci-ს განხილვის პროცესშია აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა. უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო „რაც შეეხება Bayraktar Akinci-ს, ეს საკითხი განიხილება,“ - განაცხადა ჰალუქ ბაირაქტარმა.