მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას 9 ადამიანის სოცოცხლე შეეწირა, 20 კი, ნანგრევებშია მოყოლილი.

BBC-ის ცნობით, ეკლესიაში 100 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ნანგრევებში მოყოლილებს შორის რამდენიმე ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 49 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.