მოლდოვა რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ გაზს აღარ შეიძენს. Rueters-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა.
„ჩვენ აღარ შევიძენთ ბუნებრივ გაზს „გაზპრომისგან“ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის,“ - განმარტა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, რესპუბლიკამ გაზის ალტერნატიული წყაროებიდან მოპოვება ევროპულ ბაზარზე მისი შეძენით მოახერხა.
„უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება უფრო დაბალ ფასად იმ ფორმულასთან შედარებით, რომელიც გათვალისწინებულია "გაზპრომთან" ხელშეკრულებაში,“ - აღნიშნა პარლიკოვმა.
მოლდოვა კიევის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას აფიქსირებს. მან არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.