გერმანიის მთავრობა იტყობინება, რომ გერმანიამ უკრაინას გადასცა 40 მმ-იანი საბრძოლო მასალია, ათობით ყველგანმავალი და საზღვრის დაცვის მანქანა და ასეევ, სხვა სამხედრო აღჭურვილობა. დახმარენა უკრაინას უახლესი პაკეტის ფარგლებში გადაეცა.
დახმარება ასევე მოიცავს აღჭურვილობას Leopard-ის ტიპის საბრძოლო ტანკებისთვის.
გერმანიის მარეგულირებელმა 28 სექტემბერს უკრაინაში იარაღის მწარმოებელი კომპანიის, Rheinmetall-ის გეგმები დაამტკიცა. კერძოდ, გერმანული მწარმოებელი უკრაინის სახელმწიფო თავდაცვის კომპანიასთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნასა აპირებს.