გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის წარმოებას იწყებს

გერმანიის მარეგულირებელმა, უკრაინაში იარაღის მწარმოებელი კომპანიის, Rheinmetall-ის გეგმები დაამტკიცა. კერძოდ, გერმანული მწარმოებელი უკრაინის სახელმწიფო თავდაცვის კომპანიასთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნასა აპირებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


„ეს ახალი საწარმო უზრუნველყოფს „სამხედრო მანქანების მოვლა-შენახვას, აწყობას, წარმოებას და განვითარებას“ და თავდაპირველად ექსკლუზიურად უკრაინის ტერიტორიაზე იმუშავებს, განაცხადა გერმანულმა მხარემ. 

გერმანულმა Rheinmetall-მა 15 აგვისტოს დაადასტურა, რომ უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს.