ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, კლაიპედას პორტში გადაინაცვლებს.
შეთანხმე გავრცელდება ამ პორტისკენ მიმავალ ყველა სასოფლო-სამეურნეო ტვირთზე. შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შეთანხმება პოლონეთის გავლით ტრანზიტს დააჩქარებს.
„ჩვენ შევთანხმდით მნიშვნელოვან საკითხზე. ოთხშაბათიდან, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, რომელიც ტრანზიტით ლიეტუვას გაივლის, უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, ლიეტუვის პორტში გადაინაცვლებს," - განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
თავის მხრივ, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროში განმარტავენ, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის შეთავაზებას ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლის უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის პორტში გადატანასთან დაკავშირებით.