ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას დაუჭირა მხარი.
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტის გადასინჯვის შესახებ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის სპეციალური ფონდის შექმნას ითვალისწინებს.
ევროპარლამენტმა 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური პროგრამის შუალედურ განხილვაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა.
ბიუჯეტში შესული ცვლილებები ფოკუსირებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე, ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიისა და სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ევროკავშირის მიერ სხვადასხვა სახის კრიზისებზე ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფაზე.