საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის თავის წარმომადგენლებს, რომ იმპიჩმენტის პროცესზე „ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.“ ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, მათ გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას.
„მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი,“ - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.