საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი მზად არის სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს. 

„საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, ერევნის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა კოლონამ.

კოლონას თქმით, მას არ შეუძლია დეტალების გახმოვანება, მაგრამ “რიგი საკითხები უკვე შეთანხმებულია პარიზსა და ერევანს შორის.”


„თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განვიხილავთ,” - განაცხადა კატრინ კოლონამ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორივე მხარე მუშაობს იმაზე, რომ “არ გამოიწვიონ ესკალაციები, იმის გააზრებით, რომ გვერდით არის მეზობელი, რომელიც მუდამ მტრულ ქმედებებს ახორციელებს.”

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს 3 ოქტომბერს ეწვია.