Bloomberg: რუსეთის მუქარების მიუხედავად, შავ ზღვაზე უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის მუქარების მიუხედავად, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა. სააგენტოს ცნობით, უკრაინის ძირითადი პორტებიდან უკვე 10 გადამზიდი ხომალდი გავიდა უკრაინის საექსპორტო დერეფნის გავლით. 

როგორც სააგენტო წერს, უსაფრთხო დერეფნის შეთანხმების თანახმად, უკრაინისკენ მიმავალი ყველა გემი სტამბოლში შემოწმდება და მათი ტვირთი ექსკლუზიურად სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან შედგება.