აშშ-ის კონგრესის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს

კონგრესის რესპუბლიკელი სპიკერი, კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენეს.

მაკკარტი პირველია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში,
რომელიც სპიკერის თანამდებობას კანონმდებლების მიერ მიღებული რეზოლუციით დატოვებს.

დროებითი სპიკერის მოვალეობას  პატრიკ მაკჰენრი შეასრულებს, რომელიც მაკკარტის მოკავშიტედ მიიჩნევა. 


გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 210 წინააღმდეგი იყო. 

მაკარტის გადაყენების ინიციატივით "რესპუბლიკელი" კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა.

ეს ნაბიჯი მოჰყვა დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას, რითაც მთავრობის "დახურვის" საფრთხე მოიხსნა.

 "რესპუბლიკური" პარტიის ნაწილი სპიკერისგან ითხოვდა, დემოკრატიულ პარტიასთან კანონპროექტზე არ ეთანამშრომლა. 

მას თავისივე თანაგუნდელები იმპიჩმენტით ემუქრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტში უკრაინის დახმარება გამოირიცხა.