ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. თავის გამოსვლაში ჩეხეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოებას, რომელიც, მისი თქმით, „არ უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე კანდიდატები სრულყოფილად არ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს.“
„NATO-ს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი,“ - განაცხადა პაველმა.
პაველი ყოფილი გენერალი და NATO-ს მაღალჩინოსანია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა.