ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნა. 

„რუსეთი საკვებს ანადგურებს, ლიეტუვა მის მიწოდებას ახდენს. ბალტიის პორტებში მარცვლეულის ტრანზიტისთვის დერეფანი მიღებულ და შეთანხმებულ იქნა, რაც უკრაინის საზღვარზე ზეწოლას შეამსუბუქებს და აფრიკასა და სხვაგან მიწოდებას გაზრდის. თანამშრომლობას შედეგები მოაქვს!” - წერს ლანდსბერგისი.

ივლისში შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის ცალმხრივი გასვლის შემდეგ, უკრაინა ეძებს ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის.