უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად, რუსული S-400 Triumph-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას დრონებით დაარტყა, იტყობინება რამდენიმე უკრაინული მედია 4 ოქტომბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (SBU) წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა ღამით განხორციელდა. SBU-ს წყაროები არ აკონკრეტებენ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე მიყენებული ზარალის ხარისხს. რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ღამით ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში 31 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სამი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს გრეივორონის რაიონში, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ეს S-400 სისტემის წინააღმდეგ უკრაინის თავდასხმის შესახებ პირველი ცნობები არ არის. კიდევ ერთი ასეთი სისტემა, სავარაუდოდ, ევპატორიაში, ოკუპირებულ ყირიმში, 14 სექტემბერს SBU-სა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განადგურდა. 23 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთი S-400 სისტემა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, სოფელ ოლენივკის მახლობლად განადგურდა. ამ სისტემის ღირებულება დაახლოებით, 1,2 მილიარდი დოლარია.