პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი უმრავლესობის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს, წინააღმდეგი პარლამენტის ერთი წევრი იყო.
მოსალოდნელია, რომ ცვლილებები დღესვე მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მეორე მოსმენით მიიღებს, ჯერ კომიტეტი განიხილავს მესამე მოსმენით და საკანონმდებლო ორგანო მას საბოლოოდ დაამტკიცებს. შესაბამისად, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე კვირას დასრულდება.
საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით ოქტომბერს მიიღო. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა პროექტის წინააღმდეგ პარლამენტის 23-მა წევრმა მისცა.
კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს.