გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, რათა დაიცვას თავისი მარცვლეულის ტვირთები რუსული თავდასხმებისგან, იტყობინება Bloomberg.
გაგზავნილი აღჭურვილობა მოიცავს დამატებით IRIS-T თავდაცვის სისტემას და ათზე მეტ საზენიტო Gepard-ის ინსტალაციას. ეს სისტემები უკრაინაში 2023 წლის ბოლოს უნდა ჩავიდეს და მიზნად ისახავს რუმინეთში მიმავალი მარცვლეულის დაცვას.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, ბოლო თვეებში რუსეთმა არაერთხელ აქცია სამიზნედ უკრაინის მარცვლეულის სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის კრიტიკული კომპონენტი.
Bloomberg: რუსეთის მუქარების მიუხედავად, შავ ზღვაზე უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა