ვარშავის ცის უსაფრთხოებას ამერიკული Patriot-ის სისტემა დაიცავს. პირველად ისტორიაში, პირველად პოლონელმა სამხედროებმა ქვეყნის დედაქალაქ ვარშავაში ანტისარაკეტო და საზენიტო თავდაცვის სისტემა (Vistula) განათავსეს. ის ამერიკულ საზენიტო სარაკეტო კომპლექს Patriot-ზეა დაფუძნებული. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ფაქტს „ისტორიული და ინოვაციური“ უწოდა.
„ვფიქრობ, ეს არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა, Patriot-ის ტიპის სისტემა. ეს არის ჩვენი დიდი საერთო წარმატება,“ - განაცხადა ბლაშჩაკმა ბევოვოს აეროდრომზე ვიზიტისას.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ვარშავის ცას მალე დაფარავს Patriot-ის ტიპის სისტემაზე დაფუძნებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთი საჰაერო თავდაცვას აძლიერებს.