უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვედრის ამსახველ ფოტოს ზელენსკი ავრცელებს. გრანადაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით, პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს.
„ჩემი პირველი შეხვედრის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ყურადღება გავამახვილე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარებაზე. უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობითა და მის ხალხთან მეგობრული ურთიერთობებით. ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები,“ - წერს ზელენსკი.
ცნობისათვის, გასულ თვეში ფაშინიანის მეუღლე კიევში იმყოფებოდა. უფრო ადრე, ივნისში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის.
-
ფაშინიანის მეუღლე უკრაინაში: ომებში წამებული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების მარცხია
-
ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა