პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 74 დეპუტატმა, წინააღმდეგ 22 წავიდა.

ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე მიუთითებს. კანონპროექტს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.