სამოქალაქო აქტივისტები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ. მათ კანონპროექტის მიღების შემდეგ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს.
სამოქალაქო აქტივისტის, დავით ჩხობაძის განცხადებით, დამორჩილებას არ აპირებენ, რადგან გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და „რეჟიმის შიშის მაგალითია.“
პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინ დარჩენას და ღამის გათენებას აპირებენ.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
ასევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს, თუმცა შსს-ს ოფიციალურად ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია.