ბავარიაში, რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის კუთვნილ ობიექტებზე პოლიციამ და მებაჟეებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
თავის მხრივ, Bild-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ამოიღეს ხუთი მანქანა, მათ შორის, დაახლოებით, 140,000 ევროს ღირებულების Mercedes Maybach S500-ი და დაახლოებით, 180,000 ევროს ღირებულების Mercedes Brabus-ი, ასევე, სხვა მატერიალური აქტივები.
სააგენტო Reuters-თან კი, უსმანოვის სპიკერი ამბობს, რომ არ შეიძლება, რაიმე ეჭვი არსებობდეს ბიზნესმენის მიმართ, რადგან „აქტივები მან კანონიერად შეიძინა.“
69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი.
-
იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა
-
რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს