იტალიის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედერი დააყადაღა. ამის შესასხებ The Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ჯავშნიანი მერსედესი უსმანოვის იმ აქტივებს შორისაა, რომელიც იტალიის საგადასახადო პოლიციამ სარდინიაში მარტის დასაწყისში დააყადაღა. გამოცემის ინფორმაციით, შავი ფერის Mercedes Maybach S650 Guard VR10-ის ღირებულება € 600 000 მეტია.
ვინ არის ალიშერ უსმანოვი, მის შესახებ ბრიტანულ Guardian-ი ვრცელ მასალაში წერს.
ტელეკომის მაგნატი უსმანოვი დიდ ბრიტანეთში 48 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს ფლობს. უზბეკეთში დაბადებული მილიარდერი, რომელმაც სიმდიდრისკენ პირველი ნაბიჯები, საბჭოთა კავშირში დეფიციტური, პლასტიკური ჩანთების წარმოებით გადადგა, ახლა რისკის ქვეშაა, დასავლური სანქციების გამო, ქონების ნაწილი დაკარგოს. უსმანოვი წლების განმავლობაში ფლობდა წილებს პრემიერ ლიგის კლუბში - „არსენალი“. ჰქონდა სასპონსორო ურთიერთობა „ევერტონთან“. მისი ძმისშვილი სარვარ ისმაილოვი მცირე ხნით ევერტონის დირექტორთა საბჭოში იყო, ასევე ეკავა ქალთა გუნდის სპორტული და კომერციული დირექტორის თანამდებობა. სპორტმა უსმანოვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის ერთ დროს მოფარიკავეც იყო.
Forbes-ი 4 მარტს იუწყებოდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ ჰამბურგში დააკავა. ლითონების 68 წლის მაგნატი უსმანოვი ჟურნალ Forbes-ის 2021 წლის მილიარდერთა სიაში 14,1 მილიარდი დოლარით (11 მილიარდი ფუნტი)99-ე ადგილზე იყო.
ამავე თემაზე
რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters